24 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
15 წლის დავით კრავეიშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 2 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

15 წლის დავით კრავეიშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 2 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე განიხილება მტკიცებულებების დასრულების, ორივე ბრალდებულის პატიმრობაში დარჩენის და არსებით განხილვაში გადაცემის საკითხი.

არასრულწლოვნის მკვლელობაში ბრალდებულები არ ეთანხმებიან წარდგენილ ბრალს და დუმილის უფლებას ინარჩუნებენ.

"წარვადგენთ მტკიცებულებებს, განიხილება მათი დასაშვებობის საკითხი, აღკვეთის ღონისძიების საკითხი და ასევე საქმის არსებითი გადაცემების საკითხი. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით და ვირჩევთ დუმილის უფლებას. გვაქვს რამდენიმე მტკიცებულება, გადავეცით უკვე ბრალდებას და დროთა განმავლობაში მოვახდენთ მათ გამოკვლევას," - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ოთარ ხურციძე.

საქმის პროკურორის მტკიცებით, ორივე ბრალდებულის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას ათეულობით მტკიცებულება ასაბუთებს. მისივე განმარტებით, დაკავებული არასრულწლოვნების მიმართ გამოძიება ამოწურულია, ხოლო სხვა შესაძლო დამნაშავეების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

"ათეულობით პირდაპირი მტკიცებულება ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ ორივე ბრალდებულმა - ერთმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა არასრულწლოვნის, ხოლო მეორემ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა.

რაც შეეხება მათ პოზიციას, ერთ-ერთი ბრალდებული, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ვინც არის გასამართლებული, ის პირველ ეტაპზე აღიარებდა ბრალს, ჩემთვის უცნობია ახლა ამ ეტაპზე რა პოზიციას აფიქსირებს. თვითონ ის ფაქტი, რომ ამ არასრულწლოვნების მიმართ უკვე ამოწურული იქნა გამოძიება და საქმე წარიმართა სასამართლოში, ეს დადასტურებულია. გამოყოფილია საქმე და გამოძიება გრძელდება სხვა პირების მიმართ თუ ვინმეს რაიმე ფორმით მიუძღვის ან თანამონაწილეობაში, ან დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობაში ბრალი," - აცხადებს პროკურორი.

15 წლის მოზარდი ლიახვის ქუჩაზე 4 დეკემებერს მოკლეს.

დღის ამბები