ბათუმში პანდემიის გამო ალილო მგალობლების და მრევლის გარეშე ჩატარდა - სასულიერო პირებმა ქალაქი აკურთხეს და მოსახლეობას შობა მიულოცეს.
წელს მოქალაქეებს საახალწლო ტკბილეულის და საჩუქრების მიტანა მხოლოდ ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარში შეეძლებათ, შემდეგ კი, მოგროვებულ პროდუქტებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგებენ.