19 აპრილი 2024,   04:21
ვრცლად
2 კვირაში შემთხვევების პიკს ელოდებიან - ომიკრონით ინფიცირების მაჩვენებელი სწრაფად იმატებს

ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას სპეციალისტები არასახარბიელოდ აღიქვამენ. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ომიკრონის შემთხვევების ზრდას ასახელებენ. ლაბორატორიულად დადასტურებული 600 შემთხვევის უკან, ფიქრობენ, რომ შესაძლოა, რეალურად, ბევრად მეტი ინფიცირებული იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ეს ვარიანტი, სხვა შტამებთან შედარებით ნაკლებად მძიმე მიმდინარეობით გამოირჩევა, ექიმები, პიკური გავრცელების დროს, კლინიკურ სექტორზე ზეწოლის გაზრდას მაინც არ გამორიცხავენ.

არსებული მდგომარეობიდან მედიკოსები ერთადერთ გამოსავალს ხედავენ. აიცრას ყველა, რათა თავიდან ავირიდოთ ის მძიმე შედეგები, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანას მიადგა. იმათ, ვინც ორჯერ არიან ვაქცინირებულები, ექიმები ბუსტერ დოზის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. როგორც ირკვევა ვაქცინის 3 დოზა ახალი შტამით ინფიცირების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

მე-6 ტალღის პიკს ქვეყანაში მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ელოდებიან. სხვა ქვეყნების მაგალითზე დაკვირვებით, ივანე ჩხაიძე ინფიცირებულთა მაჩვენებლის რეკორდულ ზრდას ელოდება.

ომიკრონით ინფიცირების პირველი 2 შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სამხრეთ აფრიკული შტამის 600 დადასტურებული შემთხვევაა. ახალი შემთხვევევბის შესახებ მონაცემები ორშაბათს განახლდება.

დღის ამბები