16 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლომ, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმებაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაასაჩივრებს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურად დასაბუთებულია სამსახურის გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაგვბარდება 2022 წლის პირველ მარტამდე,რათა შესაძლებლობა მოგვეცეს მისი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით,"- განმარტავს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი, ჯონი ჩონიაძე.

3 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, იუსტიციის სამინისტრო და  სპეციალური პენიტენციური სამსახური სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროებისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა - უწყება მოითხოვდა გაუქმებულიყო, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების წაშლაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალდარღვევათა ოქმი და გაბათილებულიყო სამინისტრის მიმართ გამოტანილი ჯარიმა. 

"სასამართლომ სამართლიანად მიიღო გადაწყვეტილება. სრულად დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს საჩივარი და გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის საქმე, 2021 წლის 3 დეკემბრის გამოტანილი გადაწყვეტილება,  რითაც დასტურდება, რომ იუსტიციის სამინისტროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი არ დაურღვევია," - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ნინო მინდიაშვილმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. 

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივარს - მის განხილვას სასამართლო ხვალ აპირებს.

დღის ამბები