დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
პროექტი ნახევარ მილიონზე მეტი დაჯდა.
ბაღში, სადაც 40 აღსაზრდელია, შეიცვალა შიდა კომუნიკაციები, მოწესრიგდა გარე ფასადი, სახურავი, გარემონტდა სააღმზრდელო ოთახები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყო გასართობი მოედანი.
განახლებული საბავშვო ბაღი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ერთად დაათვალიერეს.