შეიძლება თუ არა თქმა, რომ ომიკრონი სუსტია და კაცობრიობას საფრთხეს აღარ უქმნის - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ჯერ კიდევ შეუძლია კორონავირუსს მოკლას და ისევ ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები, ამიტომ მის დასუსტებაზე ფიქრი ნაადრევია.
"რომ განვიხილოთ, რომ ეს ინფექცია გამარტივდა, ძალიან მსუბუქია და პანდემიური ძალა დაკარგული აქვს, ჯერ ძალიან ნაადრევი გადაწყვეტილებებია. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამაზე თანხმდება, რომ არ არის ჯერ ენდემური ფაზის ვირუსი და ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.
ჯერ კიდევ შეუძლია ამ ვირუსს მოკლას და ისევ ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ვერაგი ვირუსი. მართალია, მისი ძალა შესუსტებულია, ის, ასე ვთქვათ, გრიპთან ახლოს არის, მაგრამ გრიპი არის რესპირაციულ დაავადებებს შორის, კოვიდთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა მსოფლიო ჯანდაცვისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და ცივ პერიოდში. კიდევ ერთხელ, ვისაც ეკუთვნის ვაქცინა უნდა გაიკეთოს, ვისაც ესაჭიროება და შეესაბამება შესაბამისი დრო 3 თვე და მეტი ბოლო დოზიდან, ბუსტერი უნდა დაიმატოს, პირბადე ყველამ უნდა ატაროს," - განმარტავს ბიძინა კულუმბეგოვი.
სიტუაცია მეტად დამძიმდება იანვრის 20 რიცხვიდან, სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსის პიკი სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყება და გაგრძელდება 6-10 თებერვლამდე. თუმცა სპეციალისტების თქმით თუ კი მოიმატებს პირბადის ტარების მაჩვენებელი და 80% გახდება, ისინი ამბობენ რომ შემთხვევების რაოდენობა განახევრდება ქვეყანაში.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძეს თქმით, ომიკრონის გავრცელება საქართველოში იქნება 3-4 ჯერ მეტი, ისე როგორც ევროპაში, ეს ნიშნავს რომ 15 იდან 20 ათასამდე.
"ძალიან ძნელი სათქმელია, საქართველოში რა სცენარით განვითარდება მოვლენები. ერთნაირი წარმატებით შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში იქნება 3-4 ჯერ მეტი, ისე როგორც ევროპაში, ეს ნიშნავს რომ 15 იდან 20 ათასამდე ან შესაძლებელია ისრაელის ან ავსტრალიის მსგავსად და შემთხვევების რაოდენობა გაცილებით უფრო მეტი იყოს, იმდენად მეტი რომ დღეს ამ ციფრის დასახელება იქნება მიუღებელი.ამიტომ ერთი, რაც ცხადია გველოდება უახლოესი კვირების განმავლობაში,"- ამბობს, ივანე ჩხაიძე.