მეცხრე დღეა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ მამაკაცს ეძებენ.
ახლობლების თქმით, 42 წლის ნაზიმ ნაბიევი სახლიდან 4 იანვარს გავიდა. მათივე თქმით, ნაბიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში პირუტყვის შეძენას აპირებდა, ერთ-ერთ ოჯახში მივიდა და მას შემდეგ მისი კვალი ქრება.
მამაკაცის დაკარგვის შესახებ პოლიცია უკვე ინფორმირებულია და ჩართულია სამძებრო სამუშაოებში.