ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდს კიდევ 24 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა - 3 304 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 51 838 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 25 161, ხოლო PCR ტესტით - 26 677.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 იანვრის მდგომარეობით, დღიური - 10,62%, ბოლო 14 დღის - 9,43%, ბოლო 7 დღის - 9,6%-ს შეადგენს.
16 იანვარს ქვეყნის მასშტაბით 5 053 აცრა ჩატარდა.