19 აპრილი 2024,   06:27
ვრცლად
სრულ მზადყოფნაში ვართ "ომიკრონის", მე-6 ტალღის დროს ვმართოთ ყველა ინფიცირებული პაციენტი - ზურაბ აზარაშვილი ონლაინ კლინიკის მუშაობას გაეცნო

როგორ მუშაობს ცენტრალურ ონლაინ კლინიკა და სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 რთული ეპიდემიოლოგიური გამოწვევების ფონზე - მუშაობის სპეციფიკას ჯანდაცვის დაცვის მინისტრი პირადად გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა პანდემიის პირობებში პლატფორმის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი
განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ონლაინ კლინიკისა და სამინისტროს ცხელი ხაზის მომსახურება კიდევ უფრო გაფართოვდება, რათა მოქალაქეებმა სამედიცინო მომსახურება ხარისხიანად და ოპერატიულად მიიღონ.

"ჩვენ ვართ სრულ მზადყოფნაში "ომიკრონის“ მე-6 ტალღის დროს ვმართოთ ყველა ინფიცირებული პაციენტი, მივიღოთ მათი ზარები, სწორად და ეფექტურად მოვახდინოთ მათი კონსულტაცია," - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

ცენტრალური ონლაინ კლინიკის ხელმძღვანელის თეა შარაშენიძის თქმით კი, აღნიშნული კლინიკა მოქალაქეებს კონსულტაციას და სამედიცინო მონიტორინგს გაუწევს. 

"ცენტრალური ონლაინ კლინიკის მთავარი ფუნქციაა, საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს მოქალაქეებს კონსულტაცია. მიაწოდოს ინფორმაცია, მისთვის საჭირო მომსახურებები სად შეუძლია მიიღოს. ასევე, კოვიდ ექიმთან დაკავშირების დროს გაუწიოს კონსულტაცია და გადამისამართება მონიტორინგის თვალსაზრისით მის ექიმთან," - აცხადებს თეა შარაშენიძე.

დღის ამბები