კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა 2022 წლის იანვარშიც გრძელდება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ამბროლაურის მოსახლეობას, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად გააცნო. პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე იმედოვნებს, რომ 2022 წელს ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა სრულად ვაქცინირებული იქნება.
"იყო კითხვები მოსახლეობის მხრიდან, რომლებზეც სპეციალისტებმა ამომწურავად გასცეს პასუხი. დიდი იმედი მაქვს, რომ 2022 წლის ბოლოს თითქმის 100% იქნება მოსახლეობა აცრილი,"- აცხადებს ზვიად მხეიძე.