27 აპრილი 2024,   01:00
ვრცლად
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული 38 წლის მამაკაცი დაკავებულია - მას 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაგოდეხში 37 წლის ქალი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 38 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, კვალის დაფარვის მიზნით მამაკაცმა საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პოლიციამ ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ბ. დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - ნათქვამია შსს მიერ გვარცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები