რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზებზე შეზღუვები მოქმედებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო მონაკვეთზე გარკვეული აკრძალვები მოქმედებს.
"რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია,"- ნათქვამია საგზაო დეპარტამენტის მეიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.