20 აპრილი 2024,   14:44
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩენებლები ევროპის ქვეყნებში - მსოფლიოს "ომიკრონის" ტალღა უტევს 

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების თითქმის ნახევარი მილიონი შემთხვევა გამოვლინდა - ეს ბოლო 24 საათში დადასტურებული რეკორდული მაჩვენებელია. მონაცემები ყოველდღიურად მაღალ ნიშნულს აღწევს გერმანიასა და იტალიაშიც. გერმანიაში ვირუსის გავრცელების პიკს რამდენიმე კვირაში ელოდებიან.

კანადის პროვინცია ახალ ბრუნსვიკში კი სამედიცინო დაწესებულებებში მედპერსონალის დეფიციტია, რის გამოც მოხალისეებს დახმარებას სთხოვენ.

აუცრელთათვის შეზღუდვებს ახანგრძლივებს შვეიცარია, იაპონია კი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 13 პრეფექტურაში რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. "ომიკრონის" შტამის შემთხვევები დაფიქსირდა ვიეტნამშიც. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი ამერიკის მოქალაქეებს 22 ქვეყანაში მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი მცდარად მიიჩნევს მოსაზრებას, რომ "ომიკრონის" ვარიანტს მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს.

 

ავტორი:თიკო ცერცვაძე

დღის ამბები