23 აპრილი 2024,   22:40
ვრცლად
ფოთში ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული წამახალისებელი პროგრამები გააცნეს

საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ფოთში ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული წამახალისებელი პროგრამები გააცნეს.

კოვიდ რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბექა ვაჭარაძემ ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამის ფარგლებში საწყისი ასაკის 50 წლამდე დაწევა იმუნიზაციის ტემპს გაზრდის.

შეხვედრაზე ფოთის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა მხეიძემ ადგილობრივებს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნო და არსებულ იმუნიზაციის ცენტრებზე ინფორმაცია მიაწოდა. ფოთში ვაქცინაცია 5 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

იმუნიზაციის ხუთივე ცენტრში აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინითაა შესაძლებელი. 

დღის ამბები