20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
ქუთაისში პარკინგ სერვისის თანამშრომელს სცემეს

ქუთაისში პარკინგ სერვისის თანამშრომელს სცემეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ვარლამიშვილის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა გამოწერილი ჯარიმა გააპროტესტა და შპს-ს თანამშრომელს თავს დაესხა. მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. 

პარკინგ სერვისში აცხადებენ, რომ მათი თანამშრომელი პარკირების ზონაში მუშაობდა და ჯარიმაც კანონზომიერად გამოიწერა, თუმცა რა მოხდა ადგილზე მათთვის უცნობია.

ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. დაწყებულია გამოძიება

ამავე თემაზე
დღის ამბები