საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებაზე იმუშავებს.
პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში, მიღებული შედეგები და რეკომენდაციები განიხილეს.
სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რომელიც უნდა გადაიდგას, ელექტრონული რეცეპტების დანერგვაა.