19 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
რა თვისებები გამოავლინა "ომიკრონის" შტამმა - სპეციალისტები მოსახლეობას გაზრდილი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ

პანდემიის საწყის ვითარებაში დაბრუნებული მსოფლიო - ასე აფასებენ ეპიდემიოლოგები "ომიკრონის" გავრცელების მასშტაბურ შედეგებს. არსებული მდგომარეობის მიზეზად ის ფაქტი სახელდება, რომ "ომიკრონი" არ ცნობს არსებულ იმუნურ სისტემას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვირუსის მიმართ დაუცველია.

ექიმებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანას რთულ მდგომარეობაში საზოგადოების დამოკიდებულებაც ჩააყენებს, რადგან მოქალაქეების უმრავლესობას ახალი შტამი მსუბუქად მიმდინარე ჰგონია. ამიტომ სპეციალისტები მოუწოდებენ ყველას თავდაცვითი საშუალებების გამოყენება კიდევ უფრო ინტენსიური გახადონ.

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე მოსახლეობას ყოველდღიური ინფიცირების მომდევნო 2 კვირაში მოსალოდნელი გასამმაგებული მონაცემის შესახებ აფრთხილებს და შესაბამისად დაცვითი საშუალებების გაზრდას მოუწოდებს - ატარონ ორმაგი ნიღაბი ან რესპირატორი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილის ჯავარა უგრეხელიძის თქმით, უკვე ნათელია, რომ "ომიკრონს" მოკლე დროში რეინფიცირება ახასიათებს, რის წინააღმდეგაც ყველაზე ეფექტური საშუალება "ბუსტერ" დოზაა.

დღის ამბები