საქართველოში ეპიდვითარება მძიმდება. პედიატრიული კლინიკები უკვე გადავსებულია. ექიმები მშობლებს ურჩევენ მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში, მოზრდილ ბავშვებს სახლში უმკურნალონ. ციციშვილის კლინიკის რეანიმაციაში ადგილები აღარ არის.
"ამჟამად საწოლფონდი სრულად შევსებული გვაქვს, რეანიმაციაშიც მძიმე პაციენტები წვანან და იქაც ადგილი არ არის. 3 პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე - მათგან ერთი 11 წლის არის და რეფერირებულია სხვა კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში, ჟანგბადდამოკიდებულება იყო და 2 დღეა უკვე, რაც მართვით სუნთქვაზე გადავიდა. კიდევ ორი ბავშვი - ერთი ახალშობილი, ერთი კი 5 წლის მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან,"- აცხადებს მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.