თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. 56-ივე ოჯახმა ფართები მუნიციპალიტეტისგან სიმბოლურ ფასად ერთ ლარად შეისყიდა. აღნიშნულ საცხოვრებელ ფართებში ეს ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდენ.
თბილისი მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ ყველა თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმარება ფართების დაკანონებაში.
"დღეს 56 ოჯახს გადავეცით სამგორის რაიონში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად 1 ლარად. ამ ადამიანებს მივეცით უკვე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ჩვენ ამ პროგრამას ვაგრძელებთ, ეს 2017 წლის, ჩემი საარჩევნო დაპირება იყო და საკმაოდ წარმატებული პროგრამა არის. ამ ეტაპზე 2000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული, დაახლოებით 300 მილიონის ქონება არის გადაცემული ამ ადამიანებისთვის და მინდა მივმართო მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვთ დაკანონებასთან დაკავშირებით, აუცილებლად დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით ყველანაირად,"- აცხადებს კახა კალაძე.