20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
მორიგი ანტირეკორდი კოვიდ სტატისტიკაში - პედიატრიული კლინიკები გადატვირთულია, 3 ბავშვის მდგომარეობა კრიტიკული რჩება

პედიატრიული კლინიკები გადავსებულია, ციციშვილის რეანიმაციაში ადგილები აღარ არის. 8 767 ინფიცირებული 24 საათში - ეს საქართველოს ბოლო 24 საათის კოვიდ სტატისტიკაა.

პატარები და მოზარდები კოვიდ ცენტრებში ძირითადად მაღალი სიცხით მიჰყავთ. 100 ინფიცირებულიდან 4-ს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება. სრულად დატვირთულია რეანიმაციული პალატებიც. 3 ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია - ორი ახალშობილი და 11 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზე არიან.

რეკორდულია აქტიური შემთხვევების რაოდენობაც, ომიკრონი ახალ მასშტაბებს იძენს. ყველაზე მეტი ინფიცირება თბილისშია, მაღალია დაავადებულთა რაოდენობა იმერეთსა და აჭარაშიც.

სპეციალისტები მოსახლეობას ბუსტერ დოზას ურჩევენ. 3-ჯერადი აცრა დაახლოებით 90% -იანი გარანტია იმისა, რომ დაავადება მძიმედ არ განვითარდება.

დღის ამბები