27 აპრილი 2024,   08:48
ვრცლად
სოფელ ნაბეღლავის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის აღდგენას ითხოვს

სოფელ ნაბეღლავის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის აღდგენას ითხოვს. მათი თქმით, რამდენიმე წლის წინ კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მეზობელ სოფელ ქვაბღასთან ერთად სტატუსი გაუუქმდათ, თუმცა, მოგვიანებით, ნაბეღლავისგან განსხვავებით ქვაბღას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დაუბრუნეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ არსებული მკაცრი ბუნებრივი პირობების და სპეციფიკური რელიეფის გათვალისწინებით, ყოველდღიური ცხოვრება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა მოთხოვნების საპასუხოდ ამბობს, რომ ნაბეღლავის ტერიტორია არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებისთვის არის საჭირო. მისივე თქმით, საზოგადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კანონში ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო. 

დღის ამბები