06 მაისი 2024,   17:25
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 352 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 352 მილიონს გადააჭარბა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ვარაუდით, მარტში ევროპელების 60% ომიკრონის შტამით იქნება ინფიცირებული.

ომიკრონის შემთხვევების პიკს პროგნოზირებენ შეერთებულ შტატებშიც. მონაცემების მატების გამო ახალი რეგულაციები დაწესდა ახალ ზელანდიაში. პეკინში კი ოლიმპიადის დაწყებამდე 2 მილიონი ადამიანის ტესტირება იგეგმება.

კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს ბელგიაში, სადაც პოლიციამ 50 ათასამდე დემონსტრანტი წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. 

დღის ამბები