30 აგვისტო 2026,   22:46
ვრცლად
როგორ აისახა შემთხვევების რეკორდული მატება ჰოსპიტალურ სექტორზე - თამარ გაბუნიას თქმით, ​საწოლფონდის 45% თავისუფალი რჩება

ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად, არ მომხდარა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური ზრდა.

გარდა ამისა, თამარ გაბუნიას ინფორმაციით,ქვეყანაში დაახლოებით 2 500 ოჯახის ექიმია განაწილებული.

"დღევანდელი სააკორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა არის "ომიკრონის" ფონზე შემთხვევების მატება და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობა ამ ნაკადებს უპასუხოს. დილის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევაა 87 609, აქედან 4 595 პაციენტი ჰოსპიტალურ მკურნალობას იტარებს, მათ შორის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 963-ია, რეანიმაციულ განყოფილებაში კი 283.

როგორც ხედავთ, ნაკადების მკვეთრ მატებასთან ერთად, არ მომხდარა ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტების აქტიური მატება, რომლებიც იქ იტარებენ მკურნალობას. დღეს მობილიზებული საწოლფონდის დაახლოებით 45% თავისუფალი რჩება. 

ქვეყანაში არის დაახლოებით 2 500 ოჯახის ექიმი განაწილებულია როგორც სახელმწიფო სისტემაში, ასევე კერძო დაწესებულებებსა და სადაზღვეო ქსელში.

გარდა ამისა, მუშაობს ცენტრალური ონალაინკლინიკა - 15 22-ის სახით. ზარების რაოდენობა გუშინ იყო 5 600, რაც არის გარკვეულწილად რეკორდული რაოდენობა, აქაც გაორმაგდა ექიმების რესურსი," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

დღის ამბები