25 აპრილი 2024,   06:04
ვრცლად
უკვე მე-5 დღეა სენაკში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ - ოჯახის ინფორმაციით, მისი კვალი შაბათს საღამოდან იკარგება

უკვე მეხუთე დღეა სენაკში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მისი კვალი შაბათს საღამოდან იკარგება. მათივე თქმით, მამაკაცს მხედველობის პრობლემები ჰქონდა.

ოჯახს მომხდართან დაკავშირებით ვერსიები არ აქვს. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო ჯგუფები მონაწილეობენ.

"შაბათს 2-დან 3 საათამდე აქ იყო სახლში, მერე გავიდა და აღარ მოსულა. შემდგომ ღამის 12 საათზე კამერამ დააფიქსირა, რომ გადმოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე, მოდიოდა სახლისკენ და გაქრა. მანამდე რამდენ ხალხს უნახავს. არსად არ არის," - ამბობს დაკარგული მამაკაცის მეუღლე დარეჯან კიკილაშვილი.

დღის ამბები