20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
რუსთავში ისტორიული შენობის - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია იწყება 

რუსთავში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოები მოზარდ - მაყურებელთა სასახლეში გაზაფხულიდან დაიწყება. მძიმე პირობების გამო აქ უკვე ორი წელია მოსწავლეები ვერ დადიან და არაფორმალურ განათლებას სხვადასხვა ალტერნატიულ ადგილას იღებენ.

როგორც მერია ირწმუნება, ერთიანი სივრცე შემოდგომისთვის უკვე ხელმისაწვდომი იქნება.

შენობა, რომელსაც რუსთაველებისთვის ისტორიული დატვირთვა აქვს, 2 წელია ცარიელია.

ექსპერტების დასკვნით, მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლე ავარიულია. არაფორმალური განათლების ცენტრი წლების განმავლობაში 11 სახეობის სხვადასხვა წრეს აერთიანებდა.

სასახლის მენეჯერი, შენობის დაუყოვნებლივ გამაგრება - რეაბილიტაციის აუცილებლობაზე საუბრობს.

რუსთავის მერია, არაფორმალური განათლების ხელშეწყობას სწორედ ამ ისტორიული შენობის რეაბილიტაციით იწყებს.

ქალაქის მერმა დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თავად მოინახულა. პროექტის განხორციელება, რომელზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია 1 თვეში დაიწყება.

პროექტის ფარგლებში გარემონტდება სამივე სართული, დამონტაჟდება გათბობის სისტემა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის სახურავს და ფასადს. დაგეგმილია ტერიტორიის კეთილმოწყობაც. 

მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის გარდა, ახალ პროექტებს შორის არის კლდიაშვილის სახელობის სკვერში მედიათეკის მშენებლობაც.

სამუშაო და შეხვედრების სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის.

ახალი მშენებლობის და რეაბილიტაციის პროექტების დაწყება გაზაფხულიდან არის დაგეგმილი.

რუსთაველები კი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლით და მედიათეკით სარგებლობას შემოდგომიდან შეძლებენ.

დღის ამბები