ავარია თელავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე - ერთმანეთს "ჰონდასა" და "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ "ჰონდას" მარკის ავტომობილიდან დაშავებულების გამოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩართვა გახდა საჭირო. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია, პოლიციის რამდენიმე ბრიგადა სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. თელავი-თბილისი ავტომაგისტრალზე ამ დორისთვის მოძრაობა შეფერხებულია.