27 დეკემბერი 2024,   00:49
ვრცლად
კახეთში მომხდარი მკვლელობის მიზეზი, "კურიერის" ინფორმაციით, შურისძიებაა - რა მოხდა 10 წლის წინ 

მკვლელობა კახეთში - შემთხვევა გურჯაანიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში
გვიან ღამით მოხდა. მოკლულია 36 წლის გელა ჩაღიაშვილი.

წინასწარი ინფორმაციით, მას 60 წლის თანასოფლელმა, გიორგი მღებრიშვილმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.

"კურიერის" ინფორმაციით, მომხდარი შურისძიებაა, დაახლოებით 10 წლის წინ ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი სასიკვდილოდ დაჭრა.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. მას განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

დღის ამბები