25 აპრილი 2024,   09:55
ვრცლად
"გაქცეულა და გამოეკიდა, უნდა გადამხტარიყო ღობეზე და იქ ესროლა სასიკვდილო ჭრილობა" - კახეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

36 წლის გელა ჩაღიაშვილის მკვლელობისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მას 60 წლის თანასოფლელმა, გიორგი მღებრიშვილმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.

"გაქცეულა და გამოეკიდა, უნდა გადამხტარიყო ღობეზე და იქ ესროლა სასიკვდილო ჭრილობა, თავის ადგილი აქვს განგრეული. ადგილზევე გარდაიცვალა," - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

დაკავებული პირის ადვოკატი აცხადებს, რომ გიორგი მღებრიშვილი ბრალს აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. ასევე ადვოკატის თქმით, მკვლელობას წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც დაკავებულმა ვერ გაუძლო.

"ძალიან ნანობს. აღიარებს და ინანიებს ყველაფერს. ძალიან დიდი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იყო, ისეთი, რომ ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს," - განაცხადა ადვოკატმა ლალი ჩაბელაშვილმა.

დაკავებულ მამაკაცს, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ახლობლები მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად შურისძიებას ასახელებენ.

დღის ამბები