25 აპრილი 2024,   20:20
ვრცლად
ქალზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელს, რომელიც ქალის ფიზიკური შეურაცხყოფისთვისაა დაკავებული, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

დაცვის მხარე 50 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ამასთან, დაცვის მხარისვე განცხადებით, საქმეში დევს ​ბრალდებულის დახასიათებები და ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც დაზარალებული ამბობს, რომ მას პრეტენზია არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ იყოს გამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს სოციალურ ქსელში ქალზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, მობილურით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელი ახალგაზრდა ქალს. Facebook-მომხმარებელი მარიამ სიჭინავა, საკუთარ გვერდზე წერს, რომ შემთხვევა ზუგდიდში მოხდა.

საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლითაა დაწყებული. 

დღის ამბები