აჭარაში 13-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები გაზრდილი დაფინანსებით შეიძინა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, 2022 წელს საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაფინანსება 30 000 ლარამდე გაიზარდა.
პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს საცხოვრებელ ფართებს ასი ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. სახელმწიფო ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს.