გაძარცვული სასაფლაო - ლანჩხუთში აფხაზეთის ომის გმირის ვაჟა თოდუას საფლავიდან ბიუსტი მოიპარეს, რომელიც ბრინჯაოს ნაკეთობა იყო.
ვაჟა თოდუა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა, ის 1993 წელს აფხაზეთის ომის დროს ოჩამჩირეში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გმირის საფლავის ძარცვის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.