08 მაისი 2024,   15:33
ვრცლად
სოფელ კალაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, სოფელ კალაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ, ბრალდების მხარის არგუმენტი მიიჩნია სარწმუნოდ და  გიორგი მღებრიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვინაიდან, პროკურორმა დაკავებულის მხრიდან ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების სავარაუდო საფრთხეებზე ისაუბრა და პატიმრობა მოითხოვა.

დაცვის მხარემ კი ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ, სასამართლოზე 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. 

როგორც ცნობილია, დაკავებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. წინა სასამართლო სხდომა საქმეზე 23 მარტს ჩაინიშნა. 

შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, 26 იანვარს, სანადირო თოფით 36 წლის თანასოფლელი, გოჩა ჩაღიაშვილი, 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა სავარაუდო შურისძიების მოტივით მოკლა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები