საქართველოში კორონავირუსის 17 265 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს 34 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 947 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 69 190, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 38 203, PCR ტესტით - 30 987.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 24,95%, ბოლო 14 დღის - 20,01%, ბოლო 7 დღის - 23,24%.
ამ ეტაპზე, კორონავირუსს საქართველოში 146 527 პაციენტი ებრძვის.
დღიურად აცრილია 5 156 ადამიანი.