უკვე ზედიზედ მე-6 დღეა რაც სამხრეთ კორეაში ვირუსის მზარდი მაჩვენებელი ფიქსირდება. ბოლო 24 საათში კი ქვეყანაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 17 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
ინგლისში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, მედპერსონალის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, არავაქცინირებული თანამშრომლები დაიქირაონ. სკოლებში კი პირბადის ტარებაკვლავ სავალდებულო გახდება.
"ომიკრონი" დომინანტური ვარიანტია უკვე ახალ ზელანდიაშიც. ვირუსის შესაჩერებლად ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას "ბუსტერ" დოზების გაკეთებისკენ მოუწოდებს. ირანის მთავრობა კი კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ახალი ზომების შემოღებას განიხილავს. პარალელურად ქვეყნის პარლამენტის 30 წევრს "ომიკრონი" დაუდასტურდა. საკანონმდებლო ორგანოში ყველა წევრის ტესტირებას აპირებენ.
საუდის არაბეთში პირველი თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით, მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეები ისარგებლებენ.