07 სექტემბერი 2026,   12:51
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირზე ითამაშებს

საქართველოს პირველი, ხოლო მსოფლიოს 21-ე ნომერი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ATP-ის 250 ქულიან ტურნირზე ითამაშებს.

ბასილაშვილი შეჯიბრზე მე-4 ნომრადაა განთესილი.

ქართველი ჩოგბურთელი ასპარეზობას მერვედფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე სლოვაკ ალექს მოლკანსა და კვალიფიკაციის გამარჯვებულს შორის გაირკვევა.

Open Sud de France-ი 31 იანვარს დაიწყება და 6 თებერვალს დასრულდება.

დღის ამბები