საქალაქო სასამართლო, გიგი უგულავას ბრალდების საქმეზე მსჯელობს. საუბარია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე.
სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებს კითხავენ, წინა სხდომაზე კი ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილს მოუსმინეს.
შემთხვევა თბილისის აეროპორტში, 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა.
გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.
გიგი უგულავას ადვოკატის განმარტებით, საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რაც ბრალდებას დაადასტურებს.
"ამ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, რომლითაც დასტურდება ბადრი გავაშელიშვილის ცემა. თავად ბადრიმაც თქვა, რომ მას ტკივილი არ განუცდია. თუმცა დღეს პროკურატურა ისევ ედავება გიგი უგულავას მსოფლიო ჩემპიონის ბადრი გავაშელიშვილის ცემაში,"- აცხადებს გიორგი გელხაური.
"იწყება, ცოცხლდება პოლიტიკური ცხოვრება და შესაბამისად გაცოცხლდება სასამართლოებიც. მათ შორის ყველაზე აფსურდული თავის შინაარსით, რომ მე ძიუდოისტი ვცემე,"- ამბობს გიგი უგულავა.