20 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება - გიორგი ღიბრაძე

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მიუხედავად ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა, ვითარების მართვა კლინიკურ სექტორს არ უჭირს. 

"უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა," - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

დღის ამბები