16 ნოემბერი 2024,   08:04
ვრცლად
უკრაინამ აშშ-ის სამხედრო დახმარების მე-5 ნაწილი მიიღო - ბაიდენის განცხადებით, ყველა სცენარისთვის მზად არიან

უკრაინის საზღვრებიდან რუსული სამხედრო ძალების გაყვანა და ვითარების დეესკალაცია - ეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მთავარი მოთხოვნა იყო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრის დროს.

ენტონი ბლინკენმა რუს კოლეგასთან კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და კრემლთან დიალოგის გაგრძელების მზდყოფნა გამოთქვა. ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების კომუნიკაციას წინ მოსკოვის წერილობითი პასუხი უძღოდა, რომელიც გუშინ ვაშინგტონში მიიღეს. 

შტატებში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე კვირა კრიტიკული იქნება, რადგან შესაძლოა, ე.წ.-მა ცივმა ომმა მალე სავსებით რეალური სამხედრო კონფლიქტის სახე მიიღოს. პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, ყველა სცენარისთვის მზად არიან.

რა საშიშროებას უქმნის რუსეთი ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოებას? - ეს მთავარი კითხვა იყო გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სადაც დიპლომატებმა რუსული აგრესიის თვალსაჩინო მაგალითად საქართველო მოიყვანეს და მოსკოვს წარსულის შეცდომები შეახსენეს.

მოსკოვის რიტორიკა უცვლელია. კრემლი აცხადებს, რომ სამხედრო ინტერვენციისადმი ინტერესი არ აქვს და რომ მიმდინარე პროცესები დასავლეთის ისტერიის გაგრძელებაა.

უკრაინის საზღვრებთან კი რუსული შეიარაღება იზრდება. გრძელდება მოსკოვის სამხედრო წვრთნები ცაში, ხმელეთსა და წყალში. რუსეთი ბელარუსშიც 30 ათასს სამხედროს აგზავნის რის გამოც შეერთებულმა შტატებს ამერიკელ სახელმწიფო მოხელეთა ოჯახები მინსკიდან გაჰყავს.

დღესვე უკრაინამ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მე-5 ნაწილი მიიღო. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას გეგმავს დიდი ბრიტანეთიც. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ემუქრება, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში პუტინი ელიტის წარმომადგენელები მასშტაბური სანქციებით დაისჯებიან. მოსკოვი კი ბრიტანეთს აფრთხილებს შემაწუხებულ რიტორიკაზე უარი თქვას.

დღის ამბები