20 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
რესტორატორთა ასოციაციაში მწვანე პასპორტის გაუქმებას მიესალმებიან

მწვანე პასპორტის გაუქმებას რესტორატორთა ასოციაციაში ეხმაურებიან.

ასოციაციის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებას მიესალმება. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ მწვანე სტატუსის იდეამ, ქვეყანაში არ გაამართლა, რადგან ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

"როგორც მწვანე პასპორტი ისე ყველა რეგულაცია, რომელიც უნდა არსებობდეს გასაუქმებელია. იმიტომ კი არა, რომ ხელი შეუწყოს განვითარებას, არა. ეს უბრალოდ არ მოქმედებს. მწვანე პასპორტის გაუქმება, რომ მომხდარიყო 1 თვით ადრე, დღეს ჩვენ გვექნებოდა ასეთი პასუხები რომ აი გაუქმებამ გამოიწვია ამხელა შედეგები. ეს პროცესი თავიდან ბოლომდე იყო იმ ადამიანებზე, ვინც მიიღო 200 ლარიანი დახმარება. ეს იყო მოტივაცია, რომ იმუნიზაცია დაჩქარებულიყო და არა იმისთვის, რომ 60 წლის ადამიანებს რესტორნებში ევლოთ,"- განმარტავს შოთა ბურჯანაძე.

მისივე თქმით, ვირუსის გავრცელება იმდენად დიდია, რომ ამას ვეღარაფერი აკავებს.

დღის ამბები