საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვა გრძელდება. დღეს არხის ყოფილი ფინანსური დირექტორი, გიგა სულაძე გამოკითხეს. პროცესს ნიკა გვარამიაც ესწრებოდა.
"რუსთავი 2-ის" ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან.