"თელმიკოსა" და "თელასის" შემოწმების შესახებ შესაბამის დადგენილებას სემეკი დღევანდელ სხდომაზე ოფიციალურად მიიღებს.
ენერგო კომპანიებში შესვლის გადაწყვეტილებას მარეგულირებელ კომისიაში მოქალაქეების ნაწილის უკმაყოფილებას უკავშირებენ. სემეკის ინფორმაციით, დეკემბერსა და იანვარში გაზრდილი გადასახადის გამო კომისიაში 100-მდე საჩივარია შესული.
შემოწმების პროცესი "თელმიკოსა" და "თელასის" მომდევნო კვირიდან დაიწყება. არ არის გამორიცხული ასევე კომპანიებში სახელმწიფოს სპეციალური მმართველიც დაინიშნოს.