03 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში პოტენციურ შეჭრაზე საუბრისას სიტყვა "გარდაუვალს" აღარ გამოიყენებენ 

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში პოტენციურ შეჭრაზე საუბრისას სიტყვა "გარდაუვალს" აღარ გამოიყენებენ. თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის განმარტებით, აღნიშნული სიტყვა მან და სხვა მაღალჩინოსნებმა რამდენჯერმე გამოიყენეს, რამაც არასწორი მოსაზრება შექმნა.

"ჩვენ შევწყვიტეთ სიტყვა - "გარდაუვალის" გამოყენება, რადგან ვფიქრობ, რომ ამან გაგზავნა შეტყობინება, რომლის გაგზავნასაც არ ვაპირებდით - თითქოს ვიცოდით, რომ პრეზიდენტ პუტინს ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება," - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, ის გულისხმობდა, რომ რუსეთს შეეძლო შეჭრა ნებისმიერ დროს. 

დღის ამბები