ყოფილი დეპუტატი და თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსის გართულების გამო ჰოსპიტალიზირებულია.
კორონავირუსის დადასტურების შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში 27 იანვარს გაავრცელა. მოგვიანებით დაწერა, რომ მას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამაზ მეჭიაურის მდგომარეობა დამძიმდა და მას ფილტვები მნიშვნელოვნად აქვს დაზიანებული.
მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება მისი შვილიც:
"მამა! არ დანებდე! იბრძოლე!" - წერს ზაზა მეჭიაური სოციალურ ქსელში.