როგორი იქნება 2022 წლის იმუნიზაციის ეროვნული გეგმა, რომელიც იმუნიზაციის საბჭომ დასამკიცებლად მთვარობას გადაუგზავნა - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, გეგმის მიხედვით, ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას.
"ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე, პირველ 6 თვეში. თუ გვინდა რომ ჩვენ "ომიკრონის" ტალღა შევაჩეროთ, შევაკაოთ და შედარებით ნაკლები დაზიანებებით გამოვიდეთ პანდემიიდან. ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ პანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის საყოველთაო იმუნიზაციაზე ,"-აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს ბაზარზე ახალი ვაქცინების გამოჩენას.
"გეგმა აკეთებს აქცენტს "ბუსტერ" დოზის მნიშვნელობაზე, რადგან "ომიკრონის" მიმდინარეობიდან გამომდინარე გამოკვეთა, რომ "ბუსტერ" დოზა არის ძალიან მნიშვნელოვანი. გეგმაში გათვალისწინებულია ბაზარზე შემუშავებული ვაქცინების გამოჩენის შესაძლებლობა, რომელთაც ექნებათ განსხვავებული მახასიათებლები. იქნებიან ადაპტირებული ახალ შტამებთან მიმართებაში და გეგმამ ესეც უნდა გაითვალისწინონ შესყიდვის პროცესში,"- აცხადებს თამარ გაბუნია.
შეგახსენებთ, დღევანდელი, 3 თებერვლის სტატისტიკის მიხედვით დღიურად აცრილთა რაოდენობა 5 411- ია ინფიცირებულთა რიცხვი კი 23 664, რაც შეეხება ლეტალობას - ბოლო 24 საათში კოვიდს 42 ადამიანი ემსხვერპლა.