25 აპრილი 2024,   16:32
ვრცლად
ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდების მიერ წარმოდგენილი თითქმის ყველა მტკიცებულება ბრალდებულებმა უდაოდ სცნეს

ნიკოლოზ კვარაცხელიას საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა გადაიდო, ამის მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ თითქმის ყველა მტკიცებულებას, რაც ბრალდების მხარეს საქმეში აქვს წარმოდგენილი, უდაოდ სცნობს.

22 წლის ახალოგაზრდის მკვლელობაში აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან ბრალდებულები. მათ ჯგუფურად, განზრახ მკვლელობასთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან.

აკო ჭელიძის ადვოკატის თქმით, ბრალდებული თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ალეკო ჭელიძე თავს ცნობს ნაწილობრივ დამნაშავედ, შესაბამისად იმ ნაწილში არსებულ მტკიცებულებებს სავარაუდოდ გავხდით უდაოდ. ძალიან ბევრ მტკიცებულებაზეა საუბარი, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებებიც და სხვა. სავარაუდოდ, გამოსაკვლევად დავტოვებთ მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომელიც დაცვის მხარის ვარაუდით ადასტურებს, რომ არ ყოფილა განზრახვა ჯგუფური," - განაცხადა ადვოკატმა ონისე მარგიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან დაკავებულები.  

გამოძიების ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მიმართ, ანჯაფარიძის ქუჩაზე 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ამის შემდეგ კი დამნაშავეებმა ტერიტორია დატოვეს და მიიმალნენ.

ნიკოლოზ კვარაცხელიას საქმეზე მომდევნო პროცესი 9 თებერვალს გაიმართება 

დღის ამბები