20 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
"ომიკრონის" მასიური გავრცელება ორსულებში - "კოვიდ 19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით მოსახლეობის 46.6 %-ია აცრილი

კოვიდ ინფიცირებული ფეხმძიმეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ღუდუშაურის კლინიკაში ამ კატეგორიის პაციენტებისთვის იზოლირებული კოვიდ დეპარტამენტი დაამატეს. დელტა შტამთან შედარებით "ომიკრონი" ორსულებთანაც მარტივი ფორმით მიმდინარეობს, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც და სპეციალისტები მომავალ დედებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, ახსენებენ, რომ აცრა არც ნაყოფზე და არც დედაზე უარყოფითად არ მოქმედებს.

დღიურად დადასტურებული შემთხვევების თითქმის მეხუთედი ბავშვთა ასაკს უკავშირდება, მათგან ჰოსპიტალიზაციას 1% საჭიროებს.

ვირუსის მასიური გავრცელების გამო, კოვიდ ტესტირების განყოფილებებთან რიგი არ წყდება, თუმცა დელტა შტამისგან განსხვავებით, დადასტურებული შემთხვევების 98% ონლაინ კლინიკებსა და ოჯახის ექიმების დისტანციური მკურნალობით იმართება.

ვირუსის შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის მიუხედავად, მედიკოსები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ მძიმე შედეგები შესაძლოა "ომიკრონმაც" გამოიწვიოს, განსაკუთრებით 65 წელს ზემოთ პირებსა და ქრონიკული დაავადების მატარებელ ადამიანებთან.

4 თებერვლის მონაცემებით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით მოსახლეობის 46.6 %-ია აცრილი. ბოლო 24 საათში 4 959 აცრა ჩატარდა.

დღის ამბები