20 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახის ექიმი 48 საათში არ დაგვიკავშირდება - 112 განცხადებას ავრცელებს

შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კოვიდის შემთხვევების მატებასთან ერთად, მათთან მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა 24 საათის განმავლობაში, 35%-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს.

"გთხოვთ, გამოიჩინეთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე.

გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად:

• 112- სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება

• 112 1 - პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური

• 112-2 -Covid -19

Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 112-2-ზე ან დარეგისტრირდეს პორტალზე: https://er.moh.gov.ge/

112-ის მიერ, Covid-19 დადასტურებული შემთხვევები შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს.

თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი, შეგიძლიათ დარეკოთ ცენტრალური ონლაინ კლინიკის ცხელ ხაზზე - 1522, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში, თქვენი სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები