05 მაისი 2024,   16:57
ვრცლად
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კოვიდით 1300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში დაღუპულთა რაოდენობა 1300-ს გადასცდა, რაც გასული წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ომიკრონი გავრცელებას განაგრძობს რუსეთშიც. დღეიდან ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს თვითიზოლაციის ვალდებულება ეხსნებათ. იზოლაციის შეზღუდვები შეიძლება მოიხსნას ასევე მოსკოვის სკოლებისა და ბაგა-ბაღების მოსავლეებისთვისაც.

კანადაში სატვირთო მანქანების მძღოლების პროტესტის ტალღა უკვე ქვეყნის სხვა ქალაქებსაც მოედო. მომიტინგეები მთავრობას შეზღუდვების გაუქმებისკენ მოუწოდებენ, მათ შორის სავალდებულო ვაქცინაციის, პირბადეების, ბიზნესებსა და შეკრებებზე ლოქდაუნისა და რეგულაციების გაუქმებას.

იმ ქვეყნებს, სადაც კოვიდ რეგულაციები შემსუბუქდა, ექსპერტები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები