16 აპრილი 2024,   08:04
ვრცლად
გადალახა თუ არა საქართველომ კორონავირუსის პიკი, მომავალ კვირას გახდება ცნობილი

ომიკრონმა ვირუსის პროტოკოლი მთლიანად შეცვალა. კოვიდ 19 -ის ერთხელ გადატანა უკვე აღარაფერს ცვლის, რეინფიცირების შემთხვევები 5-ჯერ გაიზარდა. მხოლოდ ბოლო თვენახევარში განმეორებით ახალი შტამი 57 ათას ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის.

ექიმებს მიაჩნიათ, რომ პანდემიის კონტროლის ერთადერთი გზა ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია. მოსახლეობის 80%-ის აცრის შემთხვევაში, ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების რაოდენობა 10-ჯერ შემცირდება, ომიკრონი ენდემური გახდება და სეზონური გრიპის სახეს მიიღებს.

მომდევნო ერთი კვირის ეპიდემილოგიური სცენარი საყურადღებოა. ომიკრონის ცირკულაცია ჯერ ყოვედღიურად მზარდია . პანდემიის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი პირველად 37%-ს მიუახლოვდა. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების მატების ფონზე, ინფიცრებულთა მხოლოდ 3%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია და კლინიკებში არ იზრდება მძიმე პაციენტების რიცხვი

სპეციალისტები მაქსიმალური მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მთავრობასთან ერთად მოქალაქეებმაც საკუთარი პასუხიმგებლობა უნდა გაიზიარონ. მათი პირველი რჩევაა, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სახლში დარჩენა, რომ ვირუსი აღარ გავრცელდეს. 

გადალახა თუ არა ქვეყანამ ვირუსის პიკი, შემცირდება თუ არა ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევები და დაიწყება თუ არა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება, ამის შეფასებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი მომავალ კვირას გააკეთებს.

დღის ამბები