16 ნოემბერი 2024,   06:18
ვრცლად
კომისიის შექმნა ხელს შეუწყობს ჭეშმარიტების დადგენას - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ექსპრეზიდენტი მოინახულა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.

ადვოკატმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ კომისიის შექმნა ხელს შეუწყობს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სიმართლის დადგენას.

"აქტუალური თემა არის საგამოძიებო კომისიის საკითხი, რომელსაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, პარლამენტში ინიცირებას გაუკეთებენ და ჩვენ ვთვლით, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, მისი ფუნქციონირება, არსებითად შეუწყობს ხელს ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას,"-განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები